targmna-online.ge

სამედიცინო დოკუმენტების თარგმნა ხარისხიანად!

სამედიცინო დოკუმენტების თარგმნა გსურთ?

რა ტიპის სამედიცინო დოკუმენტების თარგმნაა შესაძლებელი?

ჩვენ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო თარგმანს. ითარგმნება ყველა სახის სამედიცინო დოკუმენტაცია, მათ შორის (მაგრამ არა მარტო)

  • ფორმა 100 თარგმნა;
  • სამედიცინო დასკვნების თარგმნა;
  • რადიოლოგიური კვლევის თარგმნა;
  • ლაბორატორიული ანალიზის თარგმნა;
  • ექიმის მეორადი მოსაზრების თარგმნა;
  • კლინიკის პროფორმა/კალკულაციების თარგმნა;
  • სამედიცინო რეცენზიების თარგმნა;
  • სამედიცინო წიგნების თარგმნა;
  • სამედიცინო პრეზენტაციების თარგმნა;
  • დიაგნოზების თარგმნა;
  • რეცეპტების თარგმნა;
  • ანალიზების თარგმნა;
  • ფიზიკური გასინჯვის დოკუმენტაციის თარგმნა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის საბუთების თარგმნა;
  • წამლების ეტიკეტების თარგმნა;
  • სამედიცინო არქივების თარგმნა;
  • სამედიცინო შინაარსის ელექტრონული წერილების თარგმნა;
  • სამედიცინო ბროშურების თარგმნა;
  • წამლების ინსტრუქციების თარგმნა;
  • სამედიცინო მოწყობილობის ინსტრუქციების თარგმნა;
  • სამედიცინო სტატიების თარგმნა;
  • პაციენტის კითხვარის თარგმნა.

ვინ თარგმნის სამედიცინო დოკუმენტებს?

სამედიცინო დოკუმენტების თარგმნა ძალიან სპეციფიური და საპასუხისმგებლო საქმიანობაა.

სამედიცინო თარგმანი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ფრომ თარგმანი შეასრულოს დარგის სპეციალისტმა და კონკრეტულად ამ თემატიკის თარგმანზე დახელოვნებულმა პროფესიონალმა.

ჩვენთან სამედიცინო თარგმანის სპეციალისტის შერჩევა ხდება თქვენი დოკუმენტის ტიპის მიხედვით. მაგალითად, სამედიცინო მთარგმნელი ვისაც აქვს გამოცდილება ფორმა 100-ის, რადიოლოგიური კვლევების დასკვნებისა და ანალიზების თარგმნაში, შესაძლოა სულაც არ იყოს დახელოვნებული სამედიცინო ლიტერატურისა და სამეცნიერო ნაშრომების თარგმნაში.

ყველა ჩვენი მთარგმნელი და რედაქტორი არის მაღალი დონისა და დიდი გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტი. გარდა ტერმინოლოგიის ცოდნისა, სპეციალისტისთვის მნიშვნელოვანია მრავალწლიანი გამოცდილება და დარგის სპეციფიკის ცოდნა.
შესაბამისად, ჩვენ დიდი ყურადღებით და სიფრთხილით ვეკიდებით თქვენი დოკუმენტის სპეციფიკის განსაზღვრას და შემდგომში, სპეციალისტის მომაგრებას.

სამედიცინო დოკუმენტების თარგმნა - სიზუსტე და რისკები

ჩვენ კარგად გვესმის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სამედიცინო დოკუმენტის თარგმანის სიზუსტე. მთარგმნელმა უნდა იცოდეს ანატომიური სახელებით დაწყებული წამლების კლასიფიკაციებით დამთავრებული ყველა საჭირო ტერმინოლოგია. 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტის ანამნეზის, სამედიცინო დასკვნების და ანალიზების, წამლების რეცეპტების ზუსტი თარგმანი, რადგან ეს ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან პირდაპირ კავშირშია. 

გამომდინარე იქიდან რომ თუკი სამედიცინო სფეროს დოკუმენტაციის თარგმანი არაა ზუსტად შესრულებული, ამან შეიძლება გამოიწვიოს რიგი ხარვეზები და პრობლემები, მათ შორის

  • არასწორი დიაგნოზი;
  • არასწორი მკურნალობა;
  • არასწორი სადაზღვევო გადახდები;
  • კლინიკური კვლევების არასწორი ინტერპრეტაცია;
  • სამედიცინო დანადგარების არამიზნობრივი გამოყენება;
  • მედიკამენტის არასწორი დოზირებით მიღება;
  • სამედიცინო პერსონალის შეცდომაში შეყვანა.

რა პროცესი უნდა გავიარო სამედიცინო დოკუმენტების თარგმნისთვის?

  • თქვენ გვიგზავნით თქვენთვის სასურველ სათარგმნელ დოკუმენტს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
  • ჩვენი კვალიფიური ოპერატორი ეცნობა დოკუმენტს და მისი სპეციფიკიდან გამომდინარე აწვდის საუკეთესო სპეციალისტს შესაფასებლად.
  • ჩვენი მთარგმნელი დოკუმენტის შეფასების შემდეგ, მისი სპეციფიკის, ლექსიკის, სიმბოლოების რაოდენობის მიხედვით გაცნობთ ფასს და თარგმანის ვადებს. 
  • თუკი თქვენთვის ჩვენი პირობები მისაღებია, თანხას იხდით საბანკო გადმორიცხვით.
  • ჩვენი მთარგმნელი იწყებს მუშაობას და თარგმანს გიგზავნით ასევე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დათქმულ ვადებში.

შემიძლია თუ არა მოვითხოვო, რომ ჩვენი თანამშრომლობა დარჩეს კონფიდენციალურად?

ჩვენი თანამშრომლობა ჩვენს მომხმარებლებთან აბსოლუტურად კონფიდენციალურია. თქვენს დოკუმენტაციას ეცნობიან მხოლოდ ჩვენი სპეციალისტები და ინფორმაციის გადაცემა არ ხდება არცერთ გარეშე პირზე. შესრულებული თარგმანი იგზავნება თქვენივე მოწოდებულ ელექტრონულ ფოსტაზე. 

სამედიცინო დოკუმენტების თარგმნის ღირებულება ერთ გვერდზე არის 8-15 ლარი. ზუსტი ტარიფი დამოკიდებულია თარგმნის ტიპზე, ტექსტის მოცულობაზე და თარგმნის სირთულეზე. იმისათვის რომ მიიღოთ ზუსტი ღირებულება გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი ტექსტი ელ-ფოსტაზე: contact@targmna-online.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 591 107 753 და მიიღოთ ინფორმაცია მოთხოვნილ ენაზე. ასევე შეგიძლიათ გვეწვიოთ ოფისში და ადგილზე გაესაუბროთ თარჯიმანს და გაუზიაროთ მას თქვენი მოთხოვნები. ჩვენი ოფისის მისამართია: დავით აღმაშენებლის გამზირი 162 (მარჯანიშვილის მეტროს პირდაპირ). 

(+995) 591 107 753