ჩვენი კომპანია 15 წელზე მეტია მთარგმნელობით მომსახურებას უწევს წამყვან კომპანიებს საქართველოს ბაზარზე. ამავდროულად ვემსახურებით ყველას ვისაც სხვადასხვა მიზეზით უწევს დოკუმენტების გადათარგმნა სხვადასხვა ენაზე. ჩვენი გუნდის წევრები გითარგმნიან ნებისმიერი ტიპის დოკუმენტს. თარგმნის პროცესის და ღირებულების დასადგენათ დაგვიკავშირდით.
ჩვენს ბიუროში ითარგმნება ნებისმიერი სპეციფიკაციის და სირთულის ტექსტები და დოკუმენტები. თქვენ აგზავნით სასურველ დოკუმენტს. კოორდინატორი ეცნობა აღნიშნულ დოკუმენტს და ამისამართებს მას შესაბამის თარჯიმანთან რომელსაც აქვს გამოცდილება და ცოდნა უშუალოდ მოთხოვნის სფეროში. ამის შემდეგ ხდება თქვენთან უკუკავშირი თარგმნის დროსა და საფასურზე. დასტურის შემთხვევაში მიიღებთ გამზადებულ თარგმანს დათქმულ ვადებში. დაგვიკავშირდით და გაესაუბრეთ ჩვენს თარჯიმანთა გუნდს თქვენი სერვისის მისაღებად.