თქვენთვის სასურველი დოკუმენტის სათარგმნად დაგვიკავშირდით:
გერმანული თარგმნა ჩვენს კომპანიაში სრულდება პროფესიონალი ლინგვისტების მიერ და გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით.
ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ გერმანულიდან ქართულად და ქართულიდან გერმანულად თარგმნაში!
ჩვენთან დაგხვდებათ გამოცდილი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია ლინგვისტი მთარგმნელებითა და რედაქტორებით. ისინი მრავალი წელია ამ სფეროში მოღვაწეობენ და ერთმანეთისგან განსხვავებულ სპეციალიზაციას ფლობენ. კომპანიის ადმინისტრაციის მიზანია დაეხმაროს თითოეულ ჩვენს თანამშრომელს განვითარებაში, ამიტომ მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მათი გადამზადება.
გთავაზობთ პროფესიონალურ და სანდო თარგმანს ნებისმიერი სირთულის ტექსტისა და დოკუმენტისა. ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილი თარჯიმანებისა, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ გერმანულ და ქართულ ენებს.
რას გთავაზობთ?
მოგვმართეთ, თუკი გსურთ თარგმანი გერმანულ ენაზე ან გერმანული ენიდან ქართულ ენაზე. ჩვენს სათარჯიმნო ბიუროში სრულდება შემდეგი ტიპის დოკუმენტაციის თარგმანი:
გემანული ენის თარჯიმანი როდესაც მჭირდება, რას უნდა მივაქციო ყურადღება?
მთარგმნელის სპეციალიზაცია: პირველ რიგში თავად გააკეთეთ იდენტიფიკაცია, თუ რა ტიპის თარგმანი გჭირდებათ. ეს შეიძლება იყოს: სამართლებრივი, სამედიცინო, ლიტერატურული და ა.შ. შემდგომ კი მოიკვლიეთ აქვს თუ არა მთარგმნელს შესაბამისი სპეციალიზაცია.
პროფესიონალიზმი: გაარკვიეთ, არის თუ არა თარჯიმანი სერტიფიცირებული. იკითხეთ, ცოდნის დამადასტურებელი რომელი სერტიფიკატი აქვს მას.
ღირებულება: აუცილებლად კომუნიკაციის საწყის ეტაპზევე დასვით შეკითხვა სერვისის ღირებულების შესახებ და მხოლოდ მას შემდეგ გააგრძელეთ თანამშრომლობა, თუკი ფასი მისაღებია თქვენთვის.
გერმანული თარგმნის ღირებულება ერთ გვერდზე არის 12 ლარი. ზუსტი ტარიფი დამოკიდებულია თარგმნის ტიპზე, ტექსტის მოცულობაზე და თარგმნის სირთულეზე. იმისათვის რომ მიიღოთ ზუსტი ღირებულება გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი ტექსტი ელ-ფოსტაზე: contact@targmna-online.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 591 107 753 და მიიღოთ ინფორმაცია მოთხოვნილ ენაზე. ასევე შეგიძლიათ გვეწვიოთ ოფისში და ადგილზე გაესაუბროთ თარჯიმანს და გაუზიაროთ მას თქვენი მოთხოვნები. ჩვენი ოფისის მისამართია: დავით აღმაშენებლის გამზირი 162 (მარჯანიშვილის მეტროს პირდაპირ).
თქვენთვის სასურველი დოკუმენტის სათარგმნად დაგვიკავშირდით: