targmna-online.ge

პროფესიონალური თარგმნა, რა ღირს თარგმნა?

პროფესიონალური თარგმნა, რა ღირს თარგმნა?

რა თვისებები და უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს პროფესიონალ მთარგმნელს?

პროფესიონალური თარგმანის შესრულება ბევრი მთარგმნელისთვის სერიოზული გამოწვევაა. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არ არის დეფიციტი მაგალითად ისეთ კადრზე, როგორიცაა კვალიფიციური ინგლისური ენის თარჯიმანი, მაგრამ გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ რომ პროფესიონალ მთარგმნელს მოეთხოვება როგორც ორი ენის ზედმიწევნით ცოდნა, აგრეთვე მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება, მათი კულტურების, სათარგმნი დოკუმენტაციის თემატიკის ცოდნა, დაკვირვებულობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი და ა.შ.

პროფესიონალური თარგმნა ვერ შესრულდება თუ მთარგმნელი არ არის მრავალწლიანი გამოცდილების, კონკრეტულად ამ მიმდინარეობს მთარგმნელი, რადგან პრაქტიკა იძლევა საშუალებას რომ სპეციალისტი დახელოვნდეს და ზუსტად ან უკეთესად გადმოსცეს ორიგინალ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია, რაც მთავარია უმოკლეს ვადებში.

მთარგმნელი,როგორც ზემოთ ვახსენეთ, აუცილებლად უნდა იყოს დაკვირვებული და ჰქონდეს კარგად განვითარებული ანალიტიკური უნარი. არის შემთხვევები რომ ორიგინალ მასალაში ისეთი მექანიკური შეცდომაა გაპარული, რაც ცვლის და ამახინჯებს აზრს. ამ შემთხვევაში მთარგმნელი სასურველია, რომ იყოს დაკვირვებული, რომ აღმოაჩინოს შეცდომა და ჰქონდეს ანალიტიკური უნარი, რომ გააანალიზოს და მიხვდეს შეცდომის ჩასწორების გზებს. რა თქმა უნდა, ამას ვერ შეძლებს ყველა მთარგმნელი, მაგრამ პროფესიონალ კადრს, მრავალწლიანი გამოცდილებით, აქვს შანსი მსგავს საკითხებში სწორად მართოს სიტუაცია.

გარდა ამისა, მთარგმნელს სასურველია, რომ შეეძლოს სტრესის ქვეშ მუშაობა. მაღალი მომართვიანობიდან გამომდინარე, ზოგჯერ მთარგმნელს უწევს შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობა. მისი პროფესიონალიზმი კი იმით ვლინდება, რომ მსგავსი გარემო ფაქტორები არ უნდა აისახოს თარგმანის ხარისხზე.

რა ღირს თარგმნა? - "პროფესიონალური თარგმნა"

თარგმანის ფასი დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე და ის აუცილებლად წინასწარ არის შეთანხმებული მომხმარებელთან.

  • მოცულობა

რა თქმა უნდა, ერთ-ერთი წამყვანი ფასის განმსაზღვრელი კრიტერიუმი არის სათარგმნი დოკუმენტაციის მოცულობა, რადგან ეს პირდაპირპროპორციულია მთარგმნელის დახარჯული დროის და რესურსის.

  • მიმართულება/კონტენტის ტიპი

სხვადასხვა მიმართულების დოკუმენტის ფასი სხვადასხვაა. არის მიმართულებები, რომელთა ლექსიკაც მეტად რთულია, ვიდრე დანარჩენების.

მაგალითად, ტექნიკური ტექსტის თარგმნას სჭირდება მეტი ძალისხმევა, დრო, გამოცდილება და ცოდნა, ვიდრე არატექნიკური ტექსტის თარგმნას.

  • სერვისის ტიპი

მომხმარებელს მხოლოდ თარგმნა სჭირდება, მხოლოდ რედაქტირება თუ ორივე ერთად, რა თქმა უნდა, პირდაპირ განსაზღვრავს სერვისის ღირებულებას.

  • შესრულების დრო

თუკი მომხმარებელს სურს, რომ თარგმანი შესრულდეს დაჩქარებულად და პრიორიტეტულად, რა თქმა უნდა, ეს ცვლის სტანდარტულ ღირებულებას.

ჩვენი მთარგმნელები დოკუმენტაციის და თქვენი მოთხოვნების შესწავლის შემდეგ, გაგაცნობენ სერვისის ღირებულებას. თქვენი თანხმობის შემდეგ ვიწყებთ თანამშრომლობას.

(+995) 591 107 753