თქვენთვის სასურველი დოკუმენტის სათარგმნად დაგვიკავშირდით:
სამედიცინო დოკუმენტაციის თარგმანებს შორის ყველაზე მაღალი მომართვიანობით გამოირჩევა ფორმა 100-ის თარგმნა ინგლისურად.
ფორმა 100 უნიკალური გზამკვლელია ექიმისთვის პაციენტის სამედიცინო ისტორიის მიმოხილვისთვის. ფორმა 100 მოიცავს ისეთ ინფორმაციებს, როგორიცაა პაციენტის დიაგნოზი, გადატანილი დაავადებები, თანმხლები დაავადებები, ჩატარებული კონსულტაციები და კვლევები, ჩატარებული მკურნალობა და ავადმყოფობის მიმდინარეობა.
ხშირად მომხმარებლები ფიქრობენ რომ ფორმა 100 შაბლონია და მისი თარგმნა ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა რეალურად ეს არის უდიდესი მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ ითარგმნოს როგორც სამედიცინო ტერმინოლოგიის სიზუსტით, ასევე შინაარსობრივი და აზრობრივი იდენტურობით მის ორიგინალ ვარიანტთან.
ფორმა 100 თარგმნა ძალიან მნიშვნელოვანი და საპახუსიმგებლო საქმეა კვალიფიციური მთარგმნელისთვისაც კი, რადგან ის მოიცავს სხავდასხვა ტიპის ინფორმაციას, მათ შორის შესაძლოა მასში ჩაშლილი იყოს, როგორც რადიოლოგიური, ისე ლაბორატორიული და მორფოლოგიური კვლევების დასკვნებიც კი.
ფორმა 100 თარგმნა ხშირად აუცილებელია ხოლმე მძიმე და სასწრაფო პაციენტების ვიტალური მონაცემების გადასაგზავნად უცხოელ სპეციალისტებთან. შესაბამისად, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ გავითვალისწინოთ მომხმარებლების საჭიროებები და გადაუდებელ შემთხვევებში მთარგმნელებიც მაქსიმალური სისწრაფით ასრულებენ ფორმა 100 თარგმნას ინგლისურად.
ფორმა 100 ის თარგმნის ღირებულება ერთ გვერდზე არის 10 ლარი. ზუსტი ტარიფი დამოკიდებულია თარგმნის ტიპზე, ტექსტის მოცულობაზე და თარგმნის სირთულეზე. იმისათვის რომ მიიღოთ ზუსტი ღირებულება გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი ტექსტი ელ-ფოსტაზე: contact@targmna-online.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 591 107 753 და მიიღოთ ინფორმაცია მოთხოვნილ ენაზე. ასევე შეგიძლიათ გვეწვიოთ ოფისში და ადგილზე გაესაუბროთ თარჯიმანს და გაუზიაროთ მას თქვენი მოთხოვნები. ჩვენი ოფისის მისამართია: დავით აღმაშენებლის გამზირი 162 (მარჯანიშვილის მეტროს პირდაპირ).
თქვენთვის სასურველი დოკუმენტის სათარგმნად დაგვიკავშირდით: