თქვენთვის სასურველი დოკუმენტის სათარგმნად დაგვიკავშირდით:
ჯანმრთელობის ცნობა ინგლისურად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო დოკუმენტია პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად.
ეს ცნობა ექიმს საშუალებას აძლევს შეიქმნას წარმოდგენა პაციენტის ანამნეზზე, მის გადატანილ დაავადებებსა თუ ჩატარებულ მკურნალობაზე.
პაციენტს, რომელიც სამკურნალოდ მიემგზავრება სხვა ქვეყანაში ან კონსულტაციას გადის არაქართულენოვან ექიმთან, სჭირდება აღნიშნული ცნობა ინგლისურად. ეს უნივერსალური დოკუმენტი გამოდგება ნებისმიერი ეროვნების ექიმისთვის პაციენტის გასაცნობად, რადგან ინგლისური საერთაშორისო ენაა და ყველა საერთაშორისო სამედიცინო დაწესებულება იღებს ინგლისურენოვან სამედიცინო დოკუმენტაციას.
ჯანმრთელობის ცნობა ინგლისურად შესაძლოა ადამიანს დაჭირდეს არა მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით, არამედ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხად, მართვის მოწმობის გამოცდაზე რეგისტრაციისას, სხვადასხვა ღონისძიებებზე დასასწრებად საზღვარგარეთ და ა.შ.
საქართველოში რთულად მოიძებნება ისეთი სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც გასცემენ ჯანმრთელობის ცნობას ინგლისურად. შესაბამისად, ყველაზე მარტივი გამოსავალია პაციენტი იღებს ჯანმრთელობის ცნობას ქართულად და ჩვენ ვეხმარებით დოკუმენტის სწრაფად და ხარისხიანად თარგმნაში.
ჯანმრთელობის ცნობის თარგმნის ღირებულება ერთ გვერდზე არის 12 ლარი. ზუსტი ტარიფი დამოკიდებულია თარგმნის ტიპზე, ტექსტის მოცულობაზე და თარგმნის სირთულეზე. იმისათვის რომ მიიღოთ ზუსტი ღირებულება გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი ტექსტი ელ-ფოსტაზე: contact@targmna-online.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 598 16 31 10 და მიიღოთ ინფორმაცია მოთხოვნილ ენაზე. ასევე შეგიძლიათ გვეწვიოთ ოფისში და ადგილზე გაესაუბროთ თარჯიმანს და გაუზიაროთ მას თქვენი მოთხოვნები. ჩვენი ოფისის მისამართია: 14 მერაბ კოსტავას გამზირი, რუსთავი.
თქვენთვის სასურველი დოკუმენტის სათარგმნად დაგვიკავშირდით: